დისტრიბუციის პროგრამა მომწოდებლებისთვის
Strelf აერთიანებს ერთ სისტემაში იმას, რასაც დისტრიბუტორი დღეს WhatsApp-ით, ზარებით და Excel-ით აკეთებს: შეკვეთების მიღებას, მიწოდების დაგეგმვას, საწყობის შეგროვებას და მძღოლებისგან ნაღდი ფულის აღრიცხვას.
სცადეთ 1 თვე უფასოდ · მაღაზიისთვის (უფასოა)
რა არის დისტრიბუციის პროგრამა
დისტრიბუციის პროგრამა ეხმარება კომპანიას, რომელიც პროდუქციას მაღაზიებს, კაფეებსა და მინიმარკეტებს აწვდის. ის ცვლის ტელეფონზე მიღებულ შეკვეთებს, ხელით წერილ ფურცლებს და ცხრილებს ერთი სიით, სადაც ყველა შეკვეთა ჩანს მიღებიდან მიწოდებამდე.
Strelf ბიზნეს მომხმარებლისთვის (B2B) არის შექმნილი: თქვენი მაღაზიები ხედავენ თქვენს კატალოგს და ფასებს, ირჩევენ პროდუქტს და შეკვეთას ტელეფონიდან გიგზავნიან.
რას აკეთებს Strelf
- შეკვეთების მიღება: ახალი შეკვეთა სიაში ჩნდება ხმით და შეტყობინებით; ადასტურებთ, უარყოფთ მიზეზით ან სთავაზობთ სხვა თარიღს.
- მაღაზიების კონტროლი: კატალოგს და ფასებს ხედავენ მხოლოდ თქვენ მიერ დადასტურებული მაღაზიები — მაღაზია თქვენს საიდენტიფიკაციო კოდს შეიყვანს, თქვენ ადასტურებთ.
- მიწოდების წესები: ზონები საქართველოს მასშტაბით, მიწოდების დღეები, შეკვეთის მიღების ბოლო დრო და მინიმალური თანხა — სისტემა თავად არ დაუშვებს შეუსრულებელ შეკვეთას.
- დაგეგმვა და შეგროვება: შეკვეთებს მძღოლებზე ანაწილებთ, საწყობისთვის კი ბეჭდავთ დღის შეგროვების სიას ყუთებად და ცალებად.
- მძღოლის ეკრანი: მძღოლი ტელეფონზე ხედავს დღის გაჩერებებს, რეკავს, ნავიგაციას რთავს, აფიქსირებს გადაცემულ რაოდენობას და მიღებულ ნაღდ ფულს.
- ნაღდი ფულის აღრიცხვა: დღის ბოლოს მძღოლი თანხას ოფისში აბარებს, თქვენ ითვლით და თანხის სხვაობას მიზეზით ადასტურებთ.
- კატალოგი და ფასები: პროდუქტები ხელით ან Excel-ით, საერთო ფასის წესი და დროებითი აქციები რეალური დასრულების თარიღით.
- ანგარიშები: შემოსავალი დღეების, ზონების და პროდუქტების მიხედვით, საუკეთესო მაღაზიები და ისინი, ვინც გაჩუმდა.
ვისთვის არის Strelf
ნებისმიერი დისტრიბუტორისთვის, რომელიც მაღაზიებს რეგულარულად აწვდის: სასმელები, რძის პროდუქტები, ხორცი და ძეხვეული, პური და საცხობი, ტკბილეული, საყოფაცხოვრებო ქიმია, ბაყალეა, გაყინული პროდუქცია. მაღაზიებისთვის Strelf უფასოა და ნაღდ ანგარიშსწორებას პირდაპირ კომპანიასთან აგრძელებთ — Strelf შეკვეთის ფულს არ ეხება.
როგორ დავიწყოთ
- დარეგისტრირდით business.strelf.com-ზე: ტელეფონის ნომერი, SMS კოდი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი.
- ატვირთეთ პროდუქცია (Excel-ითაც) და მიუთითეთ ზონები, დღეები და მინიმალური შეკვეთა.
- უთხარით მაღაზიებს თქვენი საიდენტიფიკაციო კოდი — დაგამატებენ, თქვენ დაადასტურებთ და შეკვეთები ერთ სიაში მოვა.
პირველი თვე უფასოა. ფასებს ნახავთ გვერდზე „დისტრიბუციის პროგრამის ფასი“.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს დისტრიბუციის პროგრამა Strelf?
გეგმები თვეში 99 ₾-დან (Start), 199 ₾ (Standard) და 349 ₾ (Pro). პირველი თვე დადასტურებიდან უფასოა, ფასი შეკვეთების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული.
უნდა დავაყენო რამე კომპიუტერზე?
არა. Strelf ბრაუზერში მუშაობს (business.strelf.com), მძღოლი კი ტელეფონის ბრაუზერიდან შედის. ინსტალაცია და ხელშეკრულება საჭირო არ არის.
ფულს Strelf იღებს მაღაზიისგან?
არა. მაღაზია ნაღდით გიხდით პირდაპირ, მიტანისას. Strelf-ს მხოლოდ თქვენი ყოველთვიური გამოწერის საფასური ეკუთვნის, შეკვეთაზე კომისია არ არის.
ჩემს მაღაზიებს ყველა კომპანია დაინახავს?
არა. მაღაზია მხოლოდ იმ კომპანიებს ხედავს, რომლებმაც ის დაადასტურეს. კონკურენტი თქვენს მაღაზიებს Strelf-ით ვერ მიაგნებს.
დაიწყეთ დღესვე
პირველი თვე უფასოა, ბარათი არ არის საჭირო. დაარეგისტრირეთ კომპანია, ან დაგვირეკეთ: +995 597 05 08 97, WhatsApp: +995 597 05 08 97.