გადადი შინაარსზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 23.10.2026

აქ აღწერილია, რა მონაცემებს აგროვებს Strelf, რისთვის იყენებს მათ და რა უფლებები გაქვთ. მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1. დამმუშავებელი

თქვენი მონაცემების დამმუშავებელია ი/მ თემური ჩიტაშვილი, პირადი ნომერი 01411109648 („Strelf“, „ჩვენ“).

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ტელეფონის ნომერი და სახელი — შესასვლელად და დასაკავშირებლად. თუ რეგისტრაციას არ დაასრულებთ, ნომერს (და იმას, რომ შესვლის კოდი მოითხოვეთ) 90 დღემდე ვინახავთ, რომ დაგიკავშირდეთ და დაგეხმაროთ;
  • მაღაზიის ან კომპანიის მონაცემები: დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ადგილმდებარეობა რუკაზე, ფოტოები (ვიტრინა, ლოგო, ყდა);
  • კომპანიის გადამოწმებისთვის ატვირთული დოკუმენტები;
  • RS.ge-დან მიღებული მონაცემები: რეგისტრაციისას საიდენტიფიკაციო კოდით ვხედავთ გადასახადის გადამხდელის საჯარო ჩანაწერს (დასახელება, ფორმა, სტატუსი, დღგ-ს გადამხდელობა). როცა მფლობელი RS.ge-ით შედის, ვიღებთ ანგარიშის დადასტურებულ სახელს, საიდენტიფიკაციო კოდს, მისამართს და ფორმას და ვინახავთ კომპანიასთან. თქვენს RS.ge პაროლს ვერ ვხედავთ;
  • ზედნადებების ფუნქციის ჩართვისას: RS.ge-ის სერვისის მომხმარებელი და პაროლი (დაშიფრული), მძღოლის პირადი ნომერი და ავტომობილის ნომერი, საწყობის მისამართი;
  • შეკვეთები, მიწოდებები, პრობლემის შეტყობინებები და მიმოწერა;
  • ლოიალობის კრედიტები: თქვენი ნაშთი და ისტორია თითოეულ კომპანიასთან (დარიცხული, გამოყენებული, კომპანიის მიერ შეცვლილი);
  • რეგისტრაციისას მიცემული თანხმობები: წესებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე (დრო და ვერსია) და საიდენტიფიკაციო კოდის RS.ge-ზე შემოწმებაზე;
  • გამოწერის ანგარიშები და გადახდები (კომპანიებისთვის);
  • ტექნიკური მონაცემები: მოწყობილობის შეტყობინებების (push) იდენტიფიკატორი, აპლიკაციის ვერსია, IP მისამართი და სერვერის ჩანაწერები.

კამერას და ადგილმდებარეობას ვიყენებთ მხოლოდ თქვენი ნებართვით და მხოლოდ მაშინ, როცა თავად ირჩევთ — შტრიხკოდის სკანირებისთვის, ფოტოს გადასაღებად ან მაღაზიის რუკაზე მოსანიშნად.

3. რისთვის ვიყენებთ

  • შესვლისთვის (SMS კოდი) და ანგარიშის დასაცავად;
  • შეკვეთების გადასაცემად მაღაზიასა და კომპანიას შორის და მიწოდების ორგანიზებისთვის;
  • შეტყობინებებისთვის (შეკვეთის სტატუსი, შეხსენებები) — მაღაზიას შეუძლია მათი გამორთვა პროფილში;
  • კომპანიების გადამოწმებისთვის და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად;
  • ანგარიშების გამოსაწერად და გადახდების აღრიცხვისთვის;
  • მხარდაჭერისთვის და სერვისის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს და არ ვიყენებთ მათ რეკლამისთვის.

4. ვის ვუზიარებთ

  • კომპანიას, რომელსაც უკვეთავთ: მაღაზიის დასახელება, მისამართი, ტელეფონი და შეკვეთის შინაარსი, ასევე თქვენი კრედიტის ნაშთი და ისტორია ამ კომპანიასთან; მაღაზიას — კომპანიის საკონტაქტო მონაცემები;
  • მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ჩვენი დავალებით მუშაობენ: ჰოსტინგი და ფაილების შენახვა, SMS-ის გაგზავნა, push შეტყობინებები (Apple, Google), მისამართის ძიება რუკაზე;
  • RS.ge-ს (შემოსავლების სამსახური) — კომპანიის გადასამოწმებლად და, თუ კომპანიამ ჩართო, ზედნადებების შესაქმნელად;
  • რუკის გამოსახულებებს გვაწვდის OpenStreetMap; რუკის ჩატვირთვისას მათ ჩანს თქვენი IP მისამართი;
  • სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ზოგიერთი მიმწოდებლის სერვერი შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს; ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ მონაცემების დაცვის შესაბამის გარანტიებს.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლის შემდეგ ვშლით ან ვაანონიმურებთ მათ, გარდა იმ ჩანაწერებისა (შეკვეთები, ანგარიშები, გადახდები), რომელთა შენახვასაც კანონი გვავალდებულებს — მათ ვინახავთ კანონით დადგენილი ვადით.

6. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, ასლი, გასწორება ან წაშლა, აგრეთვე ანგარიშის წაშლა. დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტოზე — ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

7. უსაფრთხოება

მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით (HTTPS). წვდომა შეზღუდულია და მხოლოდ საჭიროებისამებრ გაიცემა. ანგარიშში შესვლა ხდება ერთჯერადი SMS კოდით.

8. ქუქიები და ბრაუზერის მეხსიერება

ვიყენებთ მხოლოდ ბრაუზერის მეხსიერებას, რომელიც საჭიროა შესვლის, ენის, კალათის და შეტყობინებების პარამეტრების (ხმა, ტაბის მრიცხველი, ბრაუზერის შეტყობინება) დასამახსოვრებლად. ბრაუზერის შეტყობინებებს მხოლოდ თქვენი ნებართვით ვაგზავნით. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს არ ვიყენებთ.

9. ცვლილებები

პოლიტიკა შეიძლება განახლდეს; მნიშვნელოვან ცვლილებებს წინასწარ შეგატყობინებთ.

10. კონტაქტი

  • ტელეფონი და WhatsApp: +995 597 05 08 97
  • ელფოსტა: support@strelf.com